00:17 - 12 May, 2026
|
2020-08-07 12:57:52, 10565 ნახვა
სხვადასხვა
თბილისი-კოჯორის გზატკეცილზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ თბილისი-კოჯორის გზატკეცილზე, 530 გრძივი მეტრზე სანიაღვრე არხების მშენებლობა დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველად მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ადგილობრივ მოსახლეობას კი, წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის არარსებობით გამოწვეული პრობლემები მოუგვარდება. პროექტის ფარგლებში, გაკეთდება ბეტონის 150 მეტრის არხი. ასევე, 150 გრძივ მეტრზე - 300 და 400 მმ-იანი გოფრირებული მილები, ხოლო 120 გრძივ მეტრზე ფოლადის მილები მოეწყობა. პროექტით, ასევე გათვალისწინებულია 22 ჭის, მოაჯირისა და ბორდიურის მოწყობაც. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ვიაპი +“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი არის გათვალისწინებული.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)