2020-07-31 12:11:46, 4594 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოლოდინი არ აქვს
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე არაერთი სახის შუამდგომლობას დააყენებს, მათ შორის გირაოსაც.
გელხაურს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება.
„გვექნება არაერთი სახის შუამდგომლობა, გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ სასამართლოს შევთავაზებთ გირაოს მინიმალური ოდენობით და შესაბამისად, მოლოდინი იმის, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება, არ გვაქვს“, - განაცხადა გელხაურმა.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან