2020-07-29 10:24:37, 3677 ნახვა
სამართალი
პოლიციელს, რომელმაც ავარიის დროს 16 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელს, რომელმაც ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის დროს 16 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალი ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ავარია 26 ივლისს, ღამით, დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირში მოხდა. პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,