2020-07-28 12:47:06, 2516 ნახვა
სამართალი
NDI: გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ რწმენა ადამიანს კორონავირუსისგან იცავს
საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 53% მიიჩნევს, რომ რწმენა იცავს მათი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან.
აღნიშნული შედეგები „ერუვნულ-დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა.
რომელიც კორონავირუსისგან ადამიანის რწმენის დაცვას შეეხება, გამოკითხული ადამიანების მხოლოდ 38% არ იზიარებს.
აქვე აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლების მხოლოდ 10 პროცენტი დაესწრო სააღდგომო წირვას, რომელიც კორონავირუსის დროს გაიმართა.
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან