2020-07-27 13:06:56, 2536 ნახვა
სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - დავასახელებთ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ მათი გოგო შარში იყო
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში დაასახელებენ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ მათი გოგო შარში იყო.
რამიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პირები პოლიციის მაღალჩინოსნები არიან.
„ჩვენ მოვედით იმ პირისა და პირების დასასახელებლად, რომლებიც იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, ესაუბრებოდნენ მამას კომპიუტერთან დაკაშირებით და ეუბნებოდნენ, რომ შარშია მისი გოგო და პრობლემაა, ეუბნებოდნენ, რა საჭირო იყო აქციები. დასახელდებიან ეს ადამიანები, ისინი არიან პოლიციის მაღალჩინოსნები“, - განაცხადა რამიშვილმა.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში აღნიშნული პირების დასასახელებლად იმყოფებიან.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან