00:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 11:21:41, 3352 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისული ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების დამატებით პორტფელზე მუშაობს

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, Covid-19-ის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მინიმიზაციასა და დამატებით ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე საქართველოს მთავრობა აქტიურ მუშაობას განაგრძობს, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის მიერ დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, რომელიც კიდევ უფრო შეამსუბუქებს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურ შედეგებს და მეტად ორიენტირებული იქნება მოქალაქეების მხარდაჭერაზე, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.

შეხვედრისას, მთავრობის მეთაურს, სწორი მიზნობრიობების განსაზღვრის მიმართულებებით საკუთარი წინადადებები წარუდგინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ხოლო ქვეყანაში არსებული ფინანსური რესურსების შესახებ - ფინანსთა მინისტრმა.

აგრეთვე, განიხილეს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების მიმდინარეობა. ამ დროისათვის, სხვადასხვა სახის ფულადი კომპენსაცია სახელმწიფოსგან, ჯამში, 685 986-მა ადამიანმა მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics