01:20 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 14:39:59, 3708 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში

სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ სპექტში იყენებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს.

მისივე თქმით, საქართველოში უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც დაფიქსირებულა.

„სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის რომ, ძიებას ძალისხმევა დააკლეს, არის უფრო მეტი რა შეიძლება ვთქვათ, არის უნამუსო ტყუილი და სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ.

ოპოზიციის მთელი მიზანი არის ის, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სადისტური მმართველობა თითქოსდა არის კრიმინოგენური ვითარების ერთადერთი წამალი, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს. არაერთი ათეულობით მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასდროს უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics