2020-07-20 18:01:48, 4681 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - დღეს ჩვენ ვნახეთ ხელისუფლება, რომელიც იმალებოდა ექიმის თეთრი ხალათის მიღმა
დღეს, ჩვენ ვნახეთ ხელისუფლება, რომელიც კიდევ ერთხელ საუბრობდა მხოლოდ და მხოლოდ წარსულზე და იმალებოდა ექიმის თეთრი ხალათის მიღმა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მმართველ გუნდს მაჟორიტარების წარდგენისას ერთი სიტყვაც არ უთქვამს მომავალ ხედვაზე.
„დღეს, ჩვენ ვნახეთ ხელისუფლება, რომელიც კიდევ ერთხელ საუბრობდა მხოლოდ და მხოლოდ წარსულზე და იმალებოდა ექიმის თეთრი ხალათის მიღმა და ერთი სიტყვა არ უთქვამს მომავლის ხედვაზე, პროგრამაზე, ხედვაზე თუ როგორ აპირებს ხალხის პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან