|
2015-09-03 11:48:37, 1588 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: 100-ზე მეტი მცურვი საშუალება, გემები იქნა გასხვისებული, რაც დიდი დანაშაულია
"100-ზე მეტი მცურავი საშუალება, გემები იქნა გასხვისებული, რაც ვფიქრობ, ძალიან დიდი დანაშაულია",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, წინა მთავრობის დროს მთელი სანაპირო დაცვა აბსოლუტურად იგნორირებული იყო და ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ახელმწიფო რომელიც არ ზრუნავს საკუთარი საზღვრის გაძლიერებაზე, საკუთარ მესაზღვრეებზე, იქ საუბარი, რომ თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე მიდის ზრუნვა, ზედმეტია. ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა სტანდარტები, რომლებიც წამყვან საზღვაო სახელმწიფოებშია დამკვიდრებული, საქართველოში დაინერგოს. "ამერიკის მთავრობა მხარში გვიდგას, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ გვეკადრება, ისეთი, როგორიც აქვს წამყვან საზღვაო სახელმწიფოებს. ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ის სტანდარტები, რომელიც დამკვიდრებულია წამყვან საზღვაო სახელმწიფოებში, გადმოვიტანოთ, დავნერგოთ საქართველოში. ჩვენ ამერიკა გვეხმარება იმისათვის, რომ მომზადდეს კადრები, მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.მოხდეს ტექნიკური აღჭურვა და ა.შ. მინდა, გავიხსენო, რომ 2013 წლის 2 აპრილს ბატონმა რიჩარდ ნორლანდმა და მე საძირკველი ჩავუყარეთ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის მშენებლობას, რომელიც დღეს უკვე გამართული და თანამედროვე ცენტრია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრის დაცვის სუბიექტების და სასაზღვრო რეჟიმის განმახორციელებელი სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობაში.სახელმწიფო, რომელიც არ ზრუნავს საკუთარი საზღვრის გაძლიერებაზე, საკუთარ მესაზღვრეებზე, იქ საუბარი იმაზე, რომ თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე მიდის ზრუნვა, არის ზედმეტი. ჩვენ ამის მომსწრენი ვიყავით სულ რაღაც სამი წლის წინ. წინა მთავრობის დროს მთელი სანაპირო დაცვა იყო აბსოლუტურად იგნორირებული.მხოლოდ აშშ-ის მთავრობის დახმარება გვქონდა ჩვენ. 100-ზე მეტი მცურავი საშუალება, გემები იქნა გასხვისებული, რაც დანაშაულია. დღეს გვსურს შევქმნათ ძლიერი საზღვაო ფლოტი და სანაპირო დაცვა გახდეს თანამედროვე, მოდერნიზებული. გვჯერა, სანაპირო დაცვის სამსახურის განვითარება და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიული სატრანსპოტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას ჩვენი ქვეყნის გავლით",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)