|
2020-07-10 10:12:03, 8938 ნახვა
სამხედრო
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გადაეცა
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გადაეცა სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე სპეციალური აღჭურვილობის შესაძლებლობებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე პირადად გაეცნო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და რადიოსაკომუნიკაციო სისტემის განახლება. ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ახალი საკომუნიკაციო აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს სანაპირო დაცვის მოთხოვნებს და კავშირის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA), საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სანაპირო დაცვისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)