|
2015-09-01 12:12:12, 2792 ნახვა
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო ფოთში კოღოს საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებებს ახორციელებს
საქართველოს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამით, სურსათის ეროვნული სააგენტო ფოთში ტრანსმისიური მწერების (კოღოს) საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებებს ახორციელებს. ფოთის მერიის ინფორმაციით, პირველი ეტაპი ივლის-აგვისტოში ჩატარდა. ამჯერად, მეორე ეტაპის რეალიზებას სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური რეაგირების ჯგუფის უფროსის თემურ გაბრიჩიძის ინფორმაციით, მეორე ეტაპი ითვალისწინებს ბიოლოგიური პრეპარატ ,,ვექტობაგი-12''-ით საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებისა და სადარბაზოების, ასევე, არხებისა და სხვა კომუნიკაციების შესხურებით დამუშავებას. პრეპარატის შესხურება წარმოებს ,,სკაუტ-36'' აგრეგატით. პრეპარატით კოღოს კვერცხების ლიკვიდაცია ხდება, ,,ვექტობაგი'' აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მეორე ეტაპის შეწამვლითი პროცესი 9 აპრილის ხეივნის კორპუსებში ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ დაათვალიერეს. ქალაქის ხელმძღვანელები ღონისძიების ეფექტურობით დაინტერესდნენ. მესამე ეტაპის შეწამვლა სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)