|
2015-01-28 10:33:58, 798 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე EUMM-ის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალ ხელმძღვანელს, კიასტუტის იანკაუსკას უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა ელჩს საქართველოში მისიის საქმიანობისა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მინდია ჯანელიძემ ყურადღება საქართველოში ევროკავშირის მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილა და მისიის მანდატის გაგრძელება დადებითად შეაფასა. „შედგა საკმაოდ საინტერესო საუბარი, ვისაუბრეთ მისიის განვლილ საქმიანობაზე, ასევე, სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაზე. ჩვენი უწყება თანამშრომლობს მისიასთან მათი მოვალეობის განხორცილების პროცესში. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებთ მათ და ხელს ვუწყობთ, რომ მისიამ მაღალ დონეზე შეასრულოს საკუთარი საქმიანობა. ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენი მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება. შევთანხმდით, რომ გვექნება პერმანენტული შეხვედრები როგორც მაღალ დონეზე, ისე, სამუშაო დონეზე, რათა ოკუპირებულ ტერიტორიასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციები გავცვალოთ. ჩვენ მზად ვართ, ყოველგვარი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მისიას იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ იცოდეს, თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. შესაბამისად, იყოს სწორი ინფორმაცია და სწორი წარმოდგენა იმაზე, თუ რა სიტუაცია გვაქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. კიასტუტის იანკაუსკასმა საქართველოს თავდაცვის უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. “თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრით კმაყოფილი ვარ. უკვე მეორე კვირაა, რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძრვანელის რანგში მიწევს მუშაობა. თავდაცვის სამინისტროში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მქონდა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკვე დიდი ხანია ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. შეხვედრაზე ორივე მხარის მიერ მომავალში თანამშორმლობის გაგრძელების სურვილი გამოითქვა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია კვლავ გააგრძელებს დასახული ამოცანების განხორციელებას“, - აღნიშნა კიასტუტის იანკაუსკამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, კიასტუტის იანკაუსკასმა გასული წლის დეკემბერში აღნიშნულ პოსტზე ტოივო კლაარი შეცვალა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. 2008 წლის ოქტომბრიდან მისია ხელს უწყობს ადგილზე მდგომარეობის სტაბილიზაციასა და დაძაბულობის შემცირებას.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)