2020-06-22 14:50:01, 5048 ნახვა
მსოფლიო
ლოს-ანჯელესში სამართალდამცავებმა 18 წლის ბიჭი მოკლეს - გარდაცვლილის ოჯახი სამართლიანობას ეძებს
ლოს-ანჯელესში სამართალდამცავებმა 18 წლის ბიჭი, ანდრეს გვარდადო მოკლეს - გარდაცვლილის ოჯახი სამართლიანობას ეძებს.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ჩვენ უბრალოდ პასუხები გვინდა”, - აცხადებს გვარდადოს ოჯახის წევრი.
კალიფორნიაში, გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად სალოცავი შეიქმნა, სადაც მოქალაქეებმა ყვავილები და სურათები მიიტანეს.
„ის ბავშვი იყო, ის იყო ბავშვი. მე არ ვიცი - ეს ჯერ კიდევ არ არის რეალური. თვალებს ვხუჭავ და ვიმედოვნებ, რომ ეს სინამდვილეში არ მომხდარა“, - განუცხადა გვარდადოს ოჯახის წევრმა CNN-ს.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 18 წლის ანდრეს გვარდადო ხუთშაბათს, ლოს-ანჯელესის შტატში მოკლეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან