|
2020-06-12 15:43:52, 6110 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: სამხედრო მრეწველობის განვითარება იმ ამბიციური გეგმის ნაწილია, რომლითაც თავდაცვის სამინისტროში ჩემს გუნდთან ერთად მოვედი
„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით. ეს სწორედ იმ ამბიციური გეგმის ნაწილია, რომლითაც მე ჩემს გუნდთან ერთად თავდაცვის სამინისტროში მივედი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას. თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს სამხედრო მრეწველობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან აღნიშნა, სსსტც „დელტაში“ უკვე დაიწყო ნატოს სტანდარტის ნაღმმტყორცნის ახალი მოდიფიკაციის შემუშავების პროცესი, უკვე დამზადდა ჯავშანმანქანაზე დასამონტაჟებელი ნაღმმტყორცნის მოდულის პირველი პროტოტიპი, ასევე მიმდინარეობს ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების წარმოება და გაუმჯობესება. „კიდევ ერთი პროექტი იქნება ახალი ტყვია-წამლის საწარმოს ჩამოყალიბება. ამ პროექტში ჩართულია „დელტას“ პარტნიორი ორგანიზაციები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)