|
2020-06-10 21:32:56, 5145 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრომ მედია საშულაებებით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ შეიარაღებული ძალებისთვის პანდემის დროს არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული უწყება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს. „სამწუხაროდ გრძელდება პოლიტიკურად მიკერძოებული ტელეკომპანიების დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მედია ეთიკის დარღვევით, გამოთქვამენ დაუსაბუთებელ ეჭვებს. ამ შემთხვევაში ტვ პირველის მიერ გავრცელებული სიუჟეტი კითხვის ქვეშ აყენებს კორონაპანდემიის პირობებში, ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოებისათვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ ეთილის სპირტის შეძენის მიზანშეწონილებასა და კეთილსინდისიერებას. გვინდა საზოგდოებისთვის განვმარტოთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ მართლაც შეიძინა ეთილის სპირტი, როგორც საპრევენციო საშუალება ჩვენი სამხედროების კოვიდსაფრთხისაგან დაცვის მიზნით. ეს შესყიდვა განხორციელდა ბაზარზე არსებული ფასებიდან ყველაზე დაბალ ფასად. კერძოდ, ერთი ლიტრი 96,4%-იანი ეთილის სპირტის ღირებულება ტრანსპორტირებითა და მოწოდებით შეადგენდა 3 ლარს. რაც შეეხება აპელირებას იმაზე, თუ როგორ განხორციელდა კომპანიის შერჩევა, მოგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში თავდაცვის სამინისტრომ შეთავაზება მიიღო ბაზარზე არსებული არაერთი კომპანიისაგან და მათგან აარჩია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რაც გამოიხატება შეძენილი სპირტის ყველაზე დაბალ ღირებულებაში. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ამ დეზინფორმაციული და ცილისმწამებლური სიუჟეტების გავრცელების აშკარა მიზანია ჩრდილი მიაყენონ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს, როგორც ქვეყანაში ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე საჯარო ინსტიტუტს და ასევე შექმნან ნეგატიური ფონი მინისტრის მნიშვნელოვანი საპარლამენტო გამოსვლის წინ.“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)