17:37 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 13:02:38, 1307 ნახვა

კომენტარი
თურნავა - მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“ დროულად შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო

საერთაშრისო არბიტრაჟი დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციის სასარგებლოდ და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეასრულოს დროულად ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა - ამის შესახებ, ნათია თრნავამ განაცხადა.

მანა სევე ჟრნალისტებს გნუცხადა, რომ თუკი მათ აქვთ სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია შეიტყონ და საბოლოო სიმართლე, ყველამ ერთად მოვუწოდოთ „ფრონტერას“, რომ გაასაჯაროვოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა.

„პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ ყოველთვის მსგავს განცხადებას კომპანია „ფრონტერას“ მხრიდან ვპასუხობთ სრული სიმშვიდით, ვპასუხობთ ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით, არასოდეს არ გამოვირჩეოდით ზედმეტი რიტორიკით ამ მიმართულებაში და ვიკავებდით თავს, იმიტომ, რომ მიმდინაროებდა საერთაშორისო არბიტრაჟი. საერთაშრისო არბიტრაჟი დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციის სასარგებლოდ და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეასრულოს დროულად ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა. თუკი თქვენ გაქვთ სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია შეიტყოთ და საბოლოო სიმართლე ამის შესახებ, მოდით, ყველამ ერთად მოვუწოდოთ „ფრონტერას“, რომ გაასაჯაროვოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, „ფრონტერას“ მიერ პრემიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 2013 წლიდან მზარდია ანტიამერიკული განწყობები.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics