|
2015-08-25 10:21:50, 1309 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია გამოსწორებას ძალიან მარტივად ექვემდებარება
"მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია გამოსწორებას ძალიან მარტივად ექვემდებარება",-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია და ქართულ ეკონომიკურ ბაზარზე გუშინ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. "სექტემბრის ბოლო ოქტომბერი აუცილებლად იქნება სადოლარე-სალარე სესხების გადახდის პერიოდი.გამომდინარე იქედან, რომ მთლიანად გვაქვს დათვლილი ფულის მიმოქცევის სქემები, გამომდინარე ასევე სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე არსებული სადოლარე ნაშთებიდან, რომელიც თანდათან გამოვა ბაზარზე, ასევე გამომდინარე იქედან, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად გავიარეთ ფულის მიმოქცევა, უახლოესი დღეების განმავლობაში ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც დავუშვათ გუშინ ხდებოდა ბაზარზე, არის მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი. არანაირი კავშირი ამას არ აქვს იმ საგარეო მოვლენებთან, რაც გუშინ მოხდა. ჩინეთის საფონდო ბაზრის დაცემაზე ვსაუბრობ. ვფიქრობთ, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არაფერი განსკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა. მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ ეტაპზე ჯანსაღია და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია გამოსწორებას ძალიან მარტივად ექვემდებარება",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)