18:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-30 15:50:18, 1604 ნახვა

სამართალი
„ევროაქტივი“ - ლუგარის ლაბორატორია დეზინფორმაციული შეტევების სამიზნე გახდა

„ევროაქტივი“ ავრცელებს ინფორმაციას მორიგი ფეიქნიუსის შესახებ, რომლის სამიზნეც საქართველო გახდა. დეზინფორმაციის თანახმად, საქართველოშ არსებული ლაბორატორია კოვიდ-19-ს ავრცელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დისკუსიას მართავენ ჩინეთთან, პარასკევს 29 მაისს, რადგან ქვეყანამ გადაწყვიტა კვლავ რუსეთს დაუჭიროს მხარი და დაეთანხმოს იმ დებულებას, რომ ვაშინგტონი საქართველოს და სხვა პოსტსაბჭთა ქვეყნების დახმარებით, ბიოლოგიურ იარაღს ავრცელებს.

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ თბილისი ცდილობს კორონავირუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაავრცელოს. საქართველოში არსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომელიც თბილისში აშშ-ს დახმარებით აშენდა პირველად არ ხდება დეზინფორმაციული შეტევების სამიზნე.

საქართველოსთვის ეს თემა საკმაოდ სენსიტიურია, რადგან სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ამერიკის რესპუბლიკის სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელობისაა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics