2020-05-29 13:13:55, 1582 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი დანიშნა. მას მხარი პლენუმის 18-მა წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.
ის ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
როგორც ვასილ როინიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის აღნიშნული თანამდებობა არა პრივილეგია, არამედ ვალდებულებაა.
„საკუნსტიტუციო სასამართლოს წევრობა და მოსამართლეობა, არც უზენაესი სასამართლოს წევრობა, მიჭირს რომ პრივილეგიაა, ეს ვალდებულებაა, რადგან უამრავი სამუშაოა და ხალხია დამოკიდებული, გარკვეული ცხოვრების პროცესები, ვალდებულებაა ცხოვრებისული გამოწვევა, ნებისმიერი იურისტისთვის პატივია, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ვალდებულება და მზაობა სამუშაო შესრულების“, - განაცხადა ვასილ როინიშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან