21:23 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 14:46:38, 1221 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე - წინააღმდეგი ვარ, კარასინების და ოკუპანტის წარმომადგენლების განცხადებების გამო, რუსები ლუგარის ლაბორატორიაში შევუშვათ

წინააღმდეგი ვარ, რომ კარასინების და ოკუპანტის წარმომადგენლების განცხადებების გამო, რუსები ლუგარის ლაბორატორიაში შევუშვათ, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძემ რუსეთის მოთხოვნას, რომლის თანახმად ქვეყანა საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიის დეტალურ დათვალიერებას მოითხოვს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუ რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში პრეტენზია აქვს , საერთაშორისო მექანიზმები უნდა გამოიყენოს.

„არსებობს საერთაშორისო მექანიზმები. თუ რამე პრეტენზია აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, წავიდეს და გამოიყენოს ეს მექანიზმები. მე წინააღმდეგი ვარ, რომ კარასინების და მსგავსი ოკუპანტის წარმომადგენელი ადამიანების განცხადებების გამო შევუშვათ ლუგარის ლაბორატორიაში. ოპოზიცია უნდა იყოს პრინციპული და არ უნდა მოვერთხათ მაშინვე მუხლებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის დეტალურ დათვალიერებას მოითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics