19:59 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 10:26:10, 1538 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება

საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება.

როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს განიხილავენ. სასამართლო პროცესზე კი ორი მოწმის დაკითხვა იგეგმება.

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დრეს აღკვეთი ღონისძიების შუამდგომლობას არ დააყენებენ.

„დღეს დაიკითხება პოლიციის თანამშრომელი, ბექა მახარაძე. ესაა პირი, რომელმაც უშუალოდ ჩაუდო ცეცხლსასროლი იარაღი გიორგი რურუას, შესაბამისად, ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე და დღეს ჩვენი პოზიცია იქნება რომ გამოვააშკარაოთ მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ბრალდების მხარის დანაშაული. შესაძლებელია დაიკითხოს ერთ-ერთი ექსპერტი. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების შუამდგომლობას, ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი ამ შუამდგომლობის დაყენება“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარებას ედავება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics