04:33 - 12 May, 2026
|
2015-08-22 09:57:41, 680 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. მაგისტრანტობის მსურველებს შსს-ს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე, აკადემიი ს სამართლის სკოლის უფროსი პაატა ტურავა და აკადემიის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ სტუდენტებს „საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის“ მიზნები და მნიშვნელობა გააცნეს და პროგრამის უპირატესობაზე ესაუბრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, აკადემიის პრორექტორმა და სამართლის სკოლის უფროსმა მაგისტრანტობის მსურველთა ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხეს. ღია კარის დღის მიზანი იყო შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამით მაგისტრანტობის კანდიდატთა დაინტერესება და არჩევანის აკადემიაზე გაკეთება. უწყების ინფორმაციით, სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია, 132 კრედიტს მოიცავს და შსს-ს აკადემიაში 2014 წლიდან მოქმედებს. პროგრამა მიზნად ისახავს უწყების მიერ სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გავრცელებას, სტუდენტებისათვის სამართლის სფეროში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაღალკვალიფიციური და პროფესიული კადრების მომზადებას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის“ დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმდებიან. ღია კარის დღეზე სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სამაგისტრო პროგრამის იმ სამი ძირითადი კომპონენტის შესახებ, რომელიც მას უპრეცედენტოს ხდის: უფასო სწავლება, სწავლის პერიოდში კვებით უზრუნველყოფა და რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენდებისთვის საცხოვრებელით უზრუნველყოფა, რომელიც შსს-ს აკადემიის ტერიტორიაზე მდებარეობს. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, ბიბლიოთეკა, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს. მაგისტრანტობის კანდიდატები ასევე დაესწრნენ იმიტირებული სპეცოპერაციის მიმდინარეობას.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)