06:52 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 14:29:18, 1980 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი შეცდომის გამო ბოდიშს იხდის

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მოქალაქეებს კარანტინის ახალი ეტაპის და შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა, რომელმაც გარდაუვალ და მკაცრ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

ქვეყნის ხელისუფლებამ კვლავ გაახანგრძლივა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ამ ეტაპზე 15 დღით და არა 30 დღით, როგორც იყო დაგეგმილი.

„პანდემიის გავრცელება გვაიძულებს, წინდახედულები ვიყოთ. საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება, იქამდე სანამ გარდაუვალი იქნება თავისუფლების შეზღუდვა ხალხის ჯანმრთელობისთვის და არცერთი დღით მეტი.

ოთხშაბათიდან, ესპანელები ვალდებულნი არიან ატარონ დამცავი ნიღბები ქუჩაში და ნებისმიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ამასთანავე ზაფხულის დადგომასთან ერთად, ნიღბების ტარება უფროდაუფრო არაკომფორტული ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის დედაქალაქი „ნულოვან“ ეტაპზეა, ფორმალურად სანაპიროზე გარუჯვა აკრძალულია, ბარსელონას სანაპიროები სავსეა .

მინდა ბოდიში მოვუხადო მოქალაქეებს შეცდომის გამო, რომელიც სიჩქარეში დავუშვით, რესურსების უკმარისობის საფუძველზე. იმის გამო, რომ ამ კრიზისს პრეცენდენტი არ ჰყავდა და უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია“, - განაცხადა სანჩესმა.

რეჟიმი, რომელზეც ვსაუბრობთ იზოლაციას არ გულისხმობს, თუმცა ხელისუფლება შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას.

კარანტინს ეტაპობრივად ხსნიან, თუმცა არა ყველა რეგიონში. ესპანეთში სტატისტიკა უმჯობესდება. 4 დღეა ზედიზედ გარდაცვალებულთა რაოდენობას 100 ადამინზე მეტი არ დაფიქსირებულა.

ამ ფონზე ხელისუფლებას უჭირს მხარიდ აუჭიროს კარანტინის ნორმების გახანგრძლივებას. ამასთანავე იმ რეგიონებში, სადაც გადაადგილება უკვე დაშვებულია მოსახლეობა საპროტესტო აქციებს გეგმავს - ისინი ადანაშაულებენ სანჩესს, გაუცნობიერებელ და არაეფექტურ გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე ეკონომიკის დაზარალებისა და მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics