|
2015-08-20 16:57:23, 821 ნახვა
ეკონომიკა
რომან გოცირიძე: ლარის სტაბილიზაციისთვის დადებითი ფაქტორები არსებობს, თუმცა ყველაფერი მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის შეფასებით, შემოდგომისთვის ლარის კურსის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით დადებითი ფაქტორები არსებობს. თუმცა როგორც გოცირიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მეტწილად ვალუტის შემდგომი რყევა მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული. მისი განცხადებით, ხელისუფლებას აქამდეც შეეძლო ლარის გამყარებისათვის ხელი შეეწყო, თუმცა მან სწორი ნაბიჯები არ გადადგა. „ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი ცუდი მოლოდინების გაჩენაა, რომელშიც ლომის წილი მთავრობას, მასთან ასოცირებულ ექსპერტებს და დეპუტატებს მიუძღვის. ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში იქცეოდა უპასუხისმგებლოდ, აწარმოებდა შეტევას ეროვნულ ბანკზე და ეძებდა მტრებს - ხან კომერციულ ბანკებს, ხან მედიას, ხან სავალუტო ფონდს. არ წყდებოდა ლარის თემით სპეკულაცია მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის გაყოფა გადაწყვიტეს, რაც პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. თითქოს ქადაგიძეს ებრძოდნენ, სინამდვილეში ეს იყო ბრძოლა პრეზიდენტ მარგველაშვილის წინაღმდეგ, რომელსაც წაართვეს კონსტიტუციური უფლება სრულყოფილად დაეკომპლექტებინა ეროვნული ბანკი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი უნდობლობას ბადებდა ხელისუფლებისადმი. მთავრობამ ითამაშა საფრთხობელას როლი და მართლაც ადამიანებმა დაიწყეს თავინთი დანაზოგების გადაცვლა დოლარში. ამით მთავრობამ დიდი პოლიტიკური წაგება მიიღო, პროდუქტებზე, ელექტროენერგიაზე ფასის მატების სახით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, ამ ფონზე ლარის სტაბილიზაციისათვის ხელშემწყობი ფაქტორები მაინც არსებობს. „მთავრობამ ვერ დაინახა, რომ საგარეო ფაქტორები კვლავ ნეგატიურია და მან არაფერი გააკეთა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის საწარმოებლად. რომ დაეჩქარებინა პრივატიზაცია, რეგულაციები გაეუქმებინა და რაც მთავარია, რეალური ვითარება აესახა ბიუჯეტში. ამასთან, ლარის დევალვაციამ გამოიწვია მნიშვნელოვანი კლება იმპორტის, რაც უკვე აისახა კურსში. ასევე ის, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასები ეცემა, ხელს უწყობს ფასების მეტად არ მომატებას და ლარის სტაბილიზაციას. ჩვენ ფაქტობრივად ორჯერ ნაკლები ვალუტა გაგვაქვს უცხოეთში, ვიდრე შეგვეძლო გაგვეტანა შარშანდელი ფასები რომ ყოფილიყო ნავთობპროდუქტებზე. ამიტომ არის დადებითი ფაქტორებიც. ვალუტის შემდგომი რყევა მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული. მთავრობას აქამდეც შეეძლო ბიუჯეტის კორექტირება, მაგრამ დღესაც არაა გვიან, ახლაც შეიძლება ინვესტიციების მოზიდვა და ა.შ.“, - აღნიშნა გოცირიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)