06:50 - 11 May, 2026
|
2015-08-20 11:49:07, 1536 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის ვალუტა 35.5%–ით გაუფასურდა
ყაზახეთის ვალუტა – ტენგე – 35.5%–ით გაუფასურდა. თუ გუშინ 1 დოლარის ფასი 188.4 ტენგე იყო, დღეს დოლარი უკვე 255.3 ტენგე ღირს. ქვეყნის პრემიერ–მინისტრის კარიმ მასიმოვის განცხადებით, ყაზახეთი საკუთარი ვალუტის გასამყარებლად დოლარს ვეღარ დახარჯავს და ამიერიდან ტენგეს ფასს ბაზარი განსაზღვრავს. მისივე თქმით, მსოფლიო ეკონომიკაში ყაზახეთის მდგომარეობა გაუარესებას განაგრძობს – იაფდება ნავთობი, გაზი და ლითონები. „ასეთ ვითარებაში მთავარია სოციალურ–ეკონომიკური სტაბილურობისა და მოქალაქეების კეთილდღეობის შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერმა. ექსპერტთა აზრით, ტენგეს დევალვაცია რუსული რუბლისა და ჩინური იუანის გაუფასურებითა და ნავთობზე მსოფლიო ფასების კლებითაა გამოწვლეული.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)