22:14 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 15:27:58, 687 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესმენები და მოქალაქეები დოლარს ინახავენ, რის გამოც ლარის გამყარება არ ხდება

მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის კურსის თემის კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინებია შექმნილი.

"მინდა, მივმართო ყველას, რომ არ დააბნიოს ამ ცრუ მოლოდინებმა და განცხადებებმა ჩვენი ბიზნესმენები, მოქალაქეები. მე გუშინ მქონდა საუბარი ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ეს კრიზისული პერიოდი უკვე გადავიარეთ. თუ რაღაც უნდა მომხდარიყო, მოხდა. ის შოკები, პირველი ტალღა საქართველოში გადავიარეთ. ახლა ეს არის ემოციური განცხადებებით განპირობებული. ძალიან მარტივი რაღაც ხდება დღეს საქართველოში - ადამიანებს აქვთ ცრუ, არასწორი მოლოდინი შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია. ექსპერტების აზრით, ეს ასე აღარ მოხდება უახლოეს პერიოდში, ვინაიდან კრიზისის პერიოდი უკვე გავიარეთ. შესაბამისად, მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება, რადგან, მათ მოუწევთ დღეს თუ ხვალ დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics