19:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 20:35:00, 16368 ნახვა

ომი უკრაინაში
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მომუშავე, კოვიდ19-ით ინფიცირებული ექთნის ყველა შესაძლო კონტაქტი მოძიებულია

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ბოჭორიშვილისა და  საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მომუშავე, კოვიდ19-ით ინფიცირებული ექთნის ყველა შესაძლო კონტაქტი მოძიებულია.

 ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ყველა შესაძლო შემთხვევას აუღეს კოვიდ19-ზე ტესტი და უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

„მთელი კახეთის მასშტაბით, განსაკუთრებით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის გაფართოებული და მიზანმიმართული კვლევები ტარდება. სწორედ ამ დროს აუღეს ინფიცირებულ ექთანს ნიმუში და დღეს დილით დადებითი პასუხი მივიღეთ.

ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ყველა კონტაქტის ძიება. ყველა კონტაქტი მოძიებულია, როგორც ოჯახის, ასევე სხვა შესაძლო კონტაქტი, როგორც სამედიცინო პერსონალთან, ასევე თბილისშიც. ტესტები აღებულია და გაგზავნილია. ალბათ, ხვალ დილით პასუხები მზად იქნება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics