13:12 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 13:24:45, 1379 ნახვა

კომენტარი
რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3 ინფიცირებული დაემატა, 14 პაციენტის ტესტების პასუხს კი საღამოსთვის ელოდებიან

გუშინ დაგვემატა სამი პაციენტი , კლასტერს ვერ დაგიზუსტებთ თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია, ამ დროისთვის კი 14 პაციენტის ტესტის პასუხს ველოდებით - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, თეა თავართქილაძემ.

მან ჟურნალისტებს, მეორეჯერ დაინფიცირების შემთხვევაზე განუცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გაწერილი პაციენტების მონიტორინგს აწარმოებს და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„გუშინ დაგვემატა სამი პაციენტი , კლასტერს ვერ დაგიზუსტებთ თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთი ადამიანის ორჯერ დაინფიცირების შემთხვევებს, ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენტების მონიტორინგს ვახორციელებთ და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

იმის საშიშროება, რომ ქვეყნები ისევ კარანტინის რეჟიმს დაუბრუნდნენ ამის საშშროება, რა თქმა უნდა კვლავ არის, ამიტომ აუცილებლად უდნა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. ჩვენი მთავრობა, ეპიდემიოლოგები, კლინიცისტები და მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და მოსახლეობასაც მოვუწოდებთ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ.

რაც შეეხება, პლაზმოფერეზით მკურანლობას, ეს ნაცადი მეთოდია მსოფლიოსთვის და საქართველოშიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, ვნახოთ რა შედეგებს დადებს კორონავირუსთან ბრძოლაში.

ამ დროისთვის 14 პაციენტის ტესტის პასუხს ველოდებით“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics