14:35 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 17:16:30, 1366 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე - მზად ვართ შევცვალოთ 14 დღიანი პროტოკოლი და ექიმების ტესტირების 7 დღიან პროტოკოლზე გადავიდეთ

თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირებაზე - ამის შესაახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის დღესდღეობით განხილვის და ამ ყველაფერს შევაჯერებთ საერთაშორისო პარტნიორებთან და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

„რამდენიმე კვირაა, გაწერილი არის პროტოკოლი, სადაც მედპერსონალი არის წარმოდგენილი, როგორც რისკ ჯგუფი, შესაბამისად, ხდება მათი ტესტირება და მონიტორინგი საეჭვო შემთხვევების. დღემდე ეს პროტოკოლი არის გაწერილი, რომ მათი შემოწმება ხდება ყოველ ორ კვირაში, თუმცა შეიძლება, დადგეს განხილვის საკითხად და თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირებაზე. ეს არის დღესდღეობით განხილვის საგანი, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამას ყველაფერს ჩვენ შევაჯერებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და შემდეგ მივიღებთ უკვე ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ ვიცავთ ჩვენს ექიმებს, ექიმებს აქვთ გაცნობილი ყველა პროტოკოლი. არსებობს გარკვეული ტრენინგი, რომელიც მათ უტარდებათ და სამინისტროში არის ჩამოყალიბებული ოთხი ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად ატარებს ამ ტრენინგებს, როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმებისთვის, ასევე, ყველა სტაციონარში. ჩვენ ვაცნობთ ადგილზე ექიმებს ამ პროტოკოლებს. ასევე ამ პროტოკოლში დეტალურად არის გაწერილი, თუ როდის და როგორ უნდა მოიხმარონ მათ ეს პირადი დაცვის საშუალებები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics