2020-05-05 13:47:59, 1960 ნახვა
სამართალი
პოლიციამ სამეგრელოში ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ლ.ჯ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული 1 დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგში გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),