2020-05-04 18:16:22, 2012 ნახვა
სამართალი
ბათუმსა და ქუთაისში საკონტროლო გამშვები საგუშაგოები კვლავ აგრძელებს მუშაობას
ბათუმსა და ქუთაისში საკონტროლო გამშვები საგუშაგოები კვლავ აგრძელებს მუშაობას.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.
„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება.
აღნიშნულ ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვას გააკონტროლებენ. აღნიშნულ საგუშაგოებზე ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი.
თბილისში და რუსთავში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა კვლავ ძალაშია“, - განაცხადეს შსს-ში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან