23:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 11:53:36, 14783 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ჩატარებული 31 ტესტიდან 29-ის პასუხი უარყოფითია, ხოლო ორის კვლევა გრძელდება

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული 31 კვლევიდან 29 უარყოფითი პასუხი მიიღეს, ხოლო ორის კვლევა ისევ გრძელდება.

მისი თქმით, ჰოსპიტალში ერთი მძიმე პაციენტია, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ამჟამად კლინიკაში იმყოფება 45 პაციენტი. 31 კვლევა იქნა გაგზავნილი გუშინ, 2-ის გრძელდება და 29 უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა. კლინიკაში ამჟამად ერთი მძიმე პაციენტია, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხანდაზმული ასაკის ადამიანია, შაქრიანი დიაბეტით. დღეს გაიგზავნება კვლევაზე ქალბატონის ტესტი“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდეს.

„ცხელებიდან და სუნთქვის უკმარისობიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის“, - განაცხადა ბექაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics