2015-08-17 17:03:22, 366 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ურუგვაის რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა
საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.
როგორც“ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2015 წლის 16 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შესაძლებელობა აქვთ უვიზოდ გაემგზავრონ და 90 დღის განმალობაში დაჰყონ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2015 წლის 24 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან