04:58 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 12:09:09, 8869 ნახვა

ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 რეანიმაციული პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებული დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 110 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 87. გუშინ მხოლოდ ერთი ტესტირება ჩატარდა, იმიტომ, რომ გასული იყო 14 დღე. მივიღეთ ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი და ისინი გაეწერებიან.

დღეს გაგზავნილი გვაქვს სამი ათეული  პირველადი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში და ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ.

რეანიმაციაში გვყავს 7 პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მხოლოდ და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებებში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics