07:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 11:22:55, 1892 ნახვა

ეკონომიკა
მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 10.64%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს 2020 წლის მარტის მდგომარეობას, კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ.

მათი ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 3.37 მლრდ ლარით (10.64%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.78%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 34.99 მლრდ ლარი შეადგინა. 

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 43.61 მლნ ლარით (0.30%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.32 მლრდ ლარით (19.26%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.18%-ით).

აღსანიშნავია ისიც, რომ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.51 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 19.30%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.21%-ით მეტი).

„2020 წლის მარტის განმავლობაში 7.30%-ით, ანუ 1.15 მლრდ ლარით  გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 16.98 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.22 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 4.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.21 პროცენტული პუნქტით)“, - განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics