2020-04-22 13:07:52, 2233 ნახვა
სამართალი
ბაჩო ქათამაძეს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბაჩო ქათამაძეს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა დისტანციურ რეჟიმში ჩატარებულ პროცესზე მიიღო.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ბაჩო ქათამაძე საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი 19 აპრილს გაჩნდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,