|
2020-04-09 20:37:24, 18364 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, ტემპერატურის მატებასთან ერთად, არ შემცირდება
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კომიტეტის წევრებმა თეთრ სახლში სამშაბათს წერილი განგზავნეს, სადაც ნათქვამინია, რომ კორონავირუსი ტემპერატურის მატებასთან ერთად არ გაქრება. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ტემპერატურის ოდნავ მომატებასთან ერთად ვირუსი გაქრება“. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსი თბილ ამინდში ისეთივე რაოდენობით ვრცელდება, როგორც ცივ ამინდში. „გარკვეული მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, რომ კორონავირუსი უფრო მაღალი ტემპერატურის დროს შესაძლოა ნაკლებად გავრცელდეს, თუმცა, ტემპერატურის მატებამ შეიძლება არ გამოიწვიოს დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი შემცირება”, - ნათქვამია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრების წერილში. მათ მაგალითისთვის მოჰყავთ ის, რომ ჩინეთის შემთხვევაში კვლევამ აჩვენა, რომ მაქსიმალური ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებშიც კი, ვირუსი ჩვეულებრივ ვრცელდება და ყოველი ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ დაახლოებით ორ სხვა ადამიანს აინფიცირებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)