14:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-02 12:14:10, 290 ნახვა

პოლიტიკა
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს

რუსეთი საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებთან.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გავრცელდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 30 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჟენევაში გაიმართა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლები, ასევე გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

მოსკოვის განცხადებით, დისკუსიების მონაწილეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გაგრძელდეს მუშაობა ჟენევის ფორმატში, რომელიც, რუსეთის შეფასებით, თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, აუცილებელია პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამ კონტექსტში მოსკოვი საქართველოსა და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობს.

„რუსული მხარემ დაჟინებით მოუწოდებს, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მყარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავებაზე.

ასეთი შეთანხმების გაფორმება არა მხოლოდ მნიშვნელოვან იმპულსს მისცემდა ჟენევის დისკუსიების​ ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებს, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი იქნებოდა მთლიანად რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებაში“, – აცხადებს რუსული საგარეო უწყება.

ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შეხვედრების დასრულების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა თქვა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ხელს საქართველო უშლის.

„საქართველო შეუძლებელს ხდის ჩვენი უმთავრესი მიზნის მიღწევაში შემდგომ წინსვლასა და პროგრესს – კერძოდ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. აფხაზური მხარე არ განიხილავს მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზის ალტერნატივას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ყველა საკითხის მოსაგვარებლად.

ეს მიდგომა სრულიად გამართლებულია, ეფუძნება ჩვენს ისტორიულ-სამართლებრივსაფუძვლებსა და არსებულ რეალობას. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბებულია გარკვეული სტატუს-კვო და მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, ეს გაითვალისწინონ“, – თქვა ოლეგ ბარციცმა.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics