|
2020-03-26 12:44:03, 1996 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებთან ონლაინ თათბირი გამართა
#StopCov #დარჩისახლში შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სამსახურის უფროსებთან და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ონლაინ თათბირი გამართა. თათბირის ძირითად თემას მიმდინარე პერიოდში შესრულებული სამუშაოები და კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშ ირებული საკითხები წარმოადგენდა. ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, შრომის დისტანციურ მუშაობას მერიის გამართულ საქმიანობაზე ხელი არ შეუშლია. მუნიციპალიტეტში არ შეჩერებულა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურება, გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. მხოლოდ შეიზღუდა მუდმივმოქმედი კომისიების სხდომები, რომლებსაც მოქალაქეები ესწრებიან. რაც შეეხება თანამშრომლებს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში მთავრობის დადგენილებით, მუშაობენ სამსახურებში მორიგეობით ან სახლის პირობებში. საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნაში არიან უწყების მოთხოვნისთანავე გამოცხადდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შუახევში მნიშვნელოვანი სადეზიმფექციო სამუშაობი ჩატარდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დეზინფექცია ჩაუტარდა თვითმმართველობის და ორგანიზაციების შენობებს, ბაგა-ბაღებს, საჯარო სკოლებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს და ეზოში არსებულ ფანჩატურებს, მემორიალებს, მოსაცდელებს, ტრანსპორტს, კვების ობიექტებს და ა.შ. მიმდინარეობს მოსახლეობაში საინფორმაციო შეხვედრები, ტარდება საქველმოქმედო აქვიები, შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, ხშირადმოხმარებადი მედიკამენტები გადაეცემა რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს. ონლაინ თათბირს მუშაობაში მონაწილეობდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)