|
2020-03-25 16:45:56, 1783 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებთან ონლაინ თათბირი გამართა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან ონლაინ თათბირი გამართა. თათბირზე, სოფლებში არსებული მდგომარეობა და ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განიხილეს. ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი დავალებები მისცა. ,,რწმუნებულებს მივეცი დავალება ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით მოსახლეობაში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარონ მოქმედი რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიაწოდონ ინფორმაცია მერიაში, მოქმედი ცხელი ხაზის შესახებ, მოინახულონ რისკ ჯგუფებში შემავალი მოქალაქეები და საჭიროებისამებრ დაეხმარონ. დავიწყეთ, საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებში რისკ ჯგუფებში შემავალი არცერთი ადგილობრივი არ დარჩება უყურადღებოდ, მთავრია მოსახლეობამ გაითვალისწინოს რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში“- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. ონლაინ თათბირს მუშაობაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)