|
2020-03-25 12:05:38, 1675 ნახვა
რეგიონი
ქ. ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
საავტომობილო გზების დეპარატამენტი, ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის 1.8 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აცნობა. დავით აღმაშენებლის ქუჩა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იწყება, მიდის ქალაქის გარეუბნამდე და უერთდება სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სატრანსპორტო კვანძის წრიული მოძრაობის მოედანს. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და ფაქტობრივად ამორტიზებული იყო. პრობლემის მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტით განხორციელდება მიწის ვაკისისა და სავალი ნაწილის გაფართოება-რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რაბილიტაცია და ახლის მოწყობა; გათვალისწინებულია მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების აღდგენა-მოწყობა; ტროტუარების, ლითონის მოაჯირების, ბეტონის კიუვეტებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები; დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, რაც ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 2 943 775 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)