|
2020-03-24 22:12:02, 2234 ნახვა
საზოგადოება
სსე-ის დისპეტჩერები ოფისიდან გაუსვლელად მუშაობენ
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.
სსე-ის სათავო ოფისში განთავსებულია ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და მართვის ფარი, რომელიც კოორდინირებას უწევს ენერგოსისტემაში მომუშავე, მოხმარებისა და გენერაციის ყველა ობიექტს. სწორედ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უწყვეტი და უსაფრთხო ენერგომომარაგება. ამ ყველაფრის უკან კი სსე-ის დისპეტჩერები დგანან, რომლებიც რთულ ვითარებაში, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ენერგეტიკული სისტემა გამართული იყოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებოდეს. საფრთხეების მინიმიზაციის მიზნით, 11 მარტს,“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” მიიღო გადაწყვეტილება, დაკვირვების პერიოდის გავლის შემდეგ, დისპეტჩერების ოფისიდან გაუსვლელად მუშაობის შესახებ. 23 მარტიდან კი სსე-ის დისპეტჩერები ორი კვირის განმავლობაში, ოფისიდან გაუსვლელად, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ! დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა და ჩვენც, თითოეული მისი მოქალაქე, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ ჩვენი წილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ ქვეყანას გამართულ ფუნქციონირებაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)