01:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 10:36:02, 872 ნახვა

სამართალი
ივლისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეთხუთმეტე შეხვედრა გაიმართა.

კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინეს ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ივლისის თვეში, წინა თვის მსგავსად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების“ შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან სახელმწიფო კომისია სისტემატურ რეჟიმში, ყოველთვიურად იკრიბება და ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე უწყებების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესი. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღინიშნეს სახელმწიფოს მიერ ნარკოპოლიტიკის კუთხით გატარებული ზომების ეფექტურობა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცველების აქტიური საქმიანობა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოვლენისა და ამოღების მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics