09:32 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 15:07:09, 1541 ნახვა

კომენტარი
ჩიქოვანი - აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული და სპორტული ღონისძიების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მთავრობის მეთაურის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ იმ შეზღუდვებსა და გამონაკლისებზე ისაუბრა, რომელიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აიკრძალა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება.

„აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. დასაშვებია, მხოლოდ, დისტანციური ფორმა. აგრეთვე, აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცეში, მათ შორის, წვრთნები და ვარჯიშები. ამ შემთხვევაშიც, დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმა", - აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics