|
2020-03-24 15:03:02, 1527 ნახვა
კომენტარი
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლის 7 ფილიალსა და 20 საზოგადოებრივ ცენტრებში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია
იუსტიციის სახლის გურჯაანის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ბათუმისა და რუსთავის ფილიალში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია. ასევე დროებით არ იმუშავებს შაშიანის, კაჭრეთის, უდაბნოს, სართიჭალის, მარტყოფის, იორმუღანლოს, კაბალის, ყაჩაღანის, ფოკას, ჩაქვის, ვალეს, ბარალეთის, კუმურდოს, წალკას, აწყურის, დმანისის, ადიგენის, სადახლოსა და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრებიც. რაც შეეხება გლდანის საზოგადოებრივ ცენტრს, მან მუშობა მიმდინარე წლის 16 მარტიდან შეწყვიტა. ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 23 მარტს გამოცხადებული კარანტინის შემდეგ, იუსტიციის სახლის მარნეულისა და ბოლნისის ფილიალებში, ასევე ამავე მუნიციპალიტეტებში მდებარე ყველა საზოგადოებრივმა ცენტრმა სამუშაო პროცესი შეწყვიტა. იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების აღნიშნული ფილიალების დაკეტვის გადაწყვეტილება, სერვისის მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტების გახშირებული ფაქტებითაა განპირობებული. იუსტიციის სახლი მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, უფრთხილდება როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობას, შესაბამისად სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, აღნიშნულ ფილიალებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესებს, და ნუ გამოცხადდებიან იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივ ცენტრებში, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს იუსტიციის სახლი არ მოემსახურება. გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთავსება.
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)