09:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 13:48:04, 1651 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე - სწრაფი ტესტის საშუალებით მარნეულში მოხდება ეპიდემიის სწრაფად გავრცელების შეკავება

სწრაფი ტესტი პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას, ამიტომ ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შეირჩა კონკრეტული რეგიონები, სადაც ამ ტესტს საწყის ეტაპზე გამოიყენებენ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ასეთი რეგიონი იქნება მარნეული, სადაც სწრაფი ტესტის საშუალებით მოხდება ეპიდემიის სწრაფად გავრცელების შეკავება.

„სწრაფი ტესტი პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას და ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ჩვენ ვთვლით, რომ არის რისკის ეპიდემიური აფეთქები, დავიწყებთ ამ რეგიონის გამოკვლევას.

ამ ეტაპზე ეს რეგიონი შერჩეულია და ესაა მარნეულის რეგიონი, რაც მოგვცემს შედეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისეთი სწრაფად გავრცელება, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არქონის შემთხვევაში, არამედ რეგიონში ეპიდემიის შეკავება და მისი დინამიურობის გაკონტროლება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics