|
2020-03-24 10:25:17, 1379 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: მნიშვნელოვანია მოხალისეთა მობილიზებული ჯგუფების არსებობა, რომელიც შესაბამისი ცოდნით იქნება აღჭურვილი
აჭარაში მოხალისეთა გადამზადება ინტენსიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოხალისეთა საორანიზაციო ჯგუფის წევრებთან, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აჭარაში ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით ექვსივე მუნიციპალიტეტში გადამზადდნენ ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ კოორდინაციას და რეკომენდაციას გაუწევენ მოხალისეებს. მიმდინარეობს მოხალისეთა დისტანციური, ელექტრონული გადამზადება და მოხდება მათი შესაბამისი ეკიპირება. გადამზადების პროცესში ჩართულია წითელი ჯვარი. „მთავარია მოხალისეთა ეფექტური და მობილიზებული ჯგუფების არსებობა, რომელიც იქნება აღჭურვილი შესაბამისი ცოდნით. მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ადეკვტურად ასახავს რეაგირებას იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. არავინ დარჩება ძირითადი მზრუნველობის გარეშე" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოხალისეებთან შეხვედრისას. აჭარის მთავრობის ინიციატივით მომზადდა სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მარტოხელა პენსიონერებზე, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე და მაღალი რისკ ჯგუფის წარმომადგენლებზე. მიწოდება განხორციელდება საჯარო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების და მოხალისეთა ჩართლობით, რომელთაც კოორდინაციას რეგიონის ახალგაზრდული ცენტრი გაუწევს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)