|
2020-03-22 21:35:41, 1560 ნახვა
რეგიონი
მარნეულში დაფიქსირებული კორონავირუსის ერთ შემთხვევაზე ამ დროისათვის 86 კონტაქტია დადგენილი
მარნეულში დაფიქსირებული კორონავირუსის ერთ შემთხვევაზე ამ დროისათვის 86 კონტაქტია დადგენილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა. მარნეულში შუახნის ქალს კორონავირუსი დღეს, 22 მარტს, დაუდგინა. ის მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში მკურნალობდა. „ჩვენი ჯგუფი მუშაობდა იმ საავადმყოფოში და ახლა დაბრუნდნენ ცენტრში. მიმდინარეობს დისკუსია ამ ავადმყოფთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. უკვე დაახლოებით, 86 კონტაქტია იდენტიფიცირებული ამ ბოლო პაციენტთან დაკავშირებით, მაგრამ კონტაქტები კიდევ მეტია. მათთან მუშაობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კლინიკა, სადაც დაინფიცირებული მოქალაქე მკურნალობდა, კარანტინის რეჟიმშია გადასული. ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში მარნეულის მერია დამატებით შეზღუდვებსა და რეგულაციებს მოქალაქეთა გადაადგილებასა და შეკრებებთან დაკავშირებით ვერ დააწესებს, მაგრამ თითოეულმა მარნეულელმა უნდა გიაზროს, რომ საფრთხე რეალურია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)