2020-03-21 15:46:12, 1290 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის სრული კარანტინი და კომენდატის საათის გამოცხადება
„დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი, არც კომენდატის საათის გამოცხადება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმეტებისთვის.
„ასევე დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი, არც კომენდანტის საათის გამოცხადება. ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმეტებისთვის და განაპირობებს იმას, რომ არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება, ყველა მოქალაქეს ვთხოვ მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენას, მაქსიმალურ სიფრთხილეს და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნებას. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,