|
2020-03-21 11:02:02, 3656 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ჯერჯერობით სიტუაცია არის კონტროლირებადი, შემთხვევის მატება არის ნელი
„ჯერჯერობით სიტუაცია არის კონტროლირებადი. როგორც მოგეხსენებათ, შემთხვევის მატება არის ნელი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით მდგომარეობა არის კარგად მართული, საზღავრზე შემოსული ადამიანების ნაკადი საკარანტინე სივრცეებში ნაწილდება. „ჯერჯერობით სიტუაცია არის კონტროლირებადი. როგორც მოგეხსენებათ, შემთხვევის მატება არის ნელი, სამი დამატებითი შემთხვევა დადასტურდა გუშინ და დღეს უკვე 47 შემთხვევა გვაქვს. 250-ზე მეტი ადამიანი იტარებს სამედიცინო მეთვალყურეობას იმ კლინიკებში, რომლებიც შერჩეული ამ მიზნებისთვის. 2000-ზე მეტი ადამიანი არის კარანტიში, რადგანგუშინ მირებულ იქნა გადაწყტილება, რომ ყველა მოგზაური, რომელიც სემოვა ქვეყანაში ექვემდებარება კარანტინს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ არის გადამოწმებული თვითიზოლაციის შესაძლებლობები. ამ თვალსაზრისით მდგომარეობა არის კარგად მართული და პაციენტების და მოგზაურების ნაკადი გადანაცვლდება, რაც ამ მიზნებისთვისაა მობილიზებული. დღეს გვაქვს მორიგი კომისიის შეხვედრა იმისთვის, რომ შევაჯეროთ დღევანდელი სიტუაცია და სამომავლო ღონისძიებებზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)